2024 წლის 28-29 სექტემბერს, ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON•S საქართველოს II ყოველწლიური კონფერენცია „ქართული საჯარო სამართალი და ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები“. კონფერენციაზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორმა და დოქტორანტმა წარმოადგინეს 50-ზე მეტი მოხსნება საჯარო სამართლის და ევროპული ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული სესია ევროინტეგრაციის გამოწვევების შესახებ და 11 პარალელური თემატური პანელური სესია. კონფერენციას მსმენელის სტატუსით ესწრებოდნენ და დისკუსიებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. ICON•S საქართველოს კონფერენცია ტრადიციულად ყოველ წელს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იმართება. გასულ წელს, პირველ კონფერენციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშმა უმასპინძლა. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ 2024 წლის კონფერენციის პროგრამა ვებგვერდზე https://www.icon-society.ge/კონფერენცია-2024