ICON-S საქართველოს
მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევის წესი
მიღებულია ICON-S საქართველოს მრჩეველთა საბჭოს მიერ
2023 წლის 9 ოქტომბერს
მუხლი 1.
1. მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს. საბჭოს წევრებისუფლებამოსილების ვადა არის სამი წელი და ისინი საზოგადოების წევრებისგან აირჩევიან. საბჭოს წევრიშეიძლება ხელახლა აირჩეს დამატებით ერთი უფლებამოსილების ვადით.
2. მრჩეველთა საბჭოს წევრები აირჩევიან საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულიმრავალფეროვნების პრინციპების: საჯარო სამართლის სფეროში აკადემიური მიღწევების, კვლევისინტერესების, გენდერული და ასაკობრივი თანასწორობის, ინსტიტუციური კუთვნილების, რეგიონულიწარმომადგენლობის განთვალისწინებით.
3. მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საზოგადოების ყველა წევრს. კანდიდატის სახელი საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება მხოლოდ მისი თანხმობით.
4. მრჩეველთა საბჭოს არჩევნებისთვის აღმასრულებელი მდივანი ადგენს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სიას, და უზრუნველყოფს მის გაცნობას საზოგადოების წევრებისთის (ამომრჩევლებისთვის).
5. არჩევნები ტარდება ელექტრონული ფოსტით, ონლაინ გამოკითხვით ან მსგავსი ელექტრონულისაშუალებებით.
6. საბჭოს წევრი აირჩევა ფარული კენჭისყრით, არჩევნებში მონაწილე საზოგადოების წევრთა (ამომრჩეველთა) ხმების უმრავლესობით. თუ ორი ან მეტი კანდიდატი მიღებს თანაბარ ხმებს, გაიმართება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებენ პირველ ტურში თანაბარი ხმების მქონე კანდიდატები. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, ვინც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.
მუხლი 2.
1. ყოველ წელს იმართება არჩევნები საბჭოს წევრთა 1/3-ს განახლების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განახლების უზრუნველსაყოფად, პირველი საბჭოს წევრთაგან ლოტოტრონის პრინციპით (წილისწყრით) გამოვლინდებიან წევრები, რომელთა უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი. წილისყრა შეიძლება ჩატარდეს როგორც წევრთა ფიზიკური შეკრებით, ისე დისტანციურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
3. ყოველი შემდეგი საბჭოსთვის, ახალ წევრთა 1/3 უნდა შედგებოდეს ორივე სქესის, რეგიონული, დედაქალაქში მოქმედ უნივერსიტეტების წარმომადგენლების, ახალგაზრდა მკვლევარებისგან, ასევეკვლევის ინტერესების, ინსტიტუციური კუთვნილების გათვალისწინებით.
3. გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის, რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპების შესაბამისად, საბჭოს წევრთა სულ მცირე 1/3 უნდა იყვნენ სხვადასხვა რეგიონების უნივერსიტეტებიდან, სულ მცირე 1/5 უნდა იყვნენ ახალგაზრდა მკვლევარები (მათ შორის დოქტორანტები). საბჭოს წევრთა რაოდენობის დაახლოებით 50% უნდა წარმოადგენდეს თითოეულ სქესს.
4. არჩევნების შედეგად, საბჭოს შემადგენლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის თანაბარი წარმომადგენლობა.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმომადგენლობის განსაზღვრის საფუძველი შეიძლება იყოს აფილირების ხელშეკრულება შესაბამის დაწესებულებასთან.