2024 წლის 8-10 ივლისს მადრიდში ჩატარდა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდა 2000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენცია შედგებოდა 2 პლენარული პანელისა და 500-ზე მეტი პარალელური პანელებისგან.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ICON•S საქართველოს წევრებმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იყო 15 წევრით 4 განსხავებულ პანელზე. ICON•S საქართველოს წევრების მიერ წარდგენილი პანელები და მოხსენებები გამოირჩეოდა თემატიკის მრავალფეროვნებით და კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან მაღალი ინტერესით.
ICON•S საქართველოს წევრები აგრეთვე დაესწრნენ უცხოელი კოლეგების პანელებს, პლენარულ პანელებს, კონფერენციის დახურვის და დაჯილდოების, ასევე კონფერენციის ფარგლებში გამართულ არაერთ სხვა ღონისძიებას. დამატებითი ინფორმაციისთის გთხოვთ იხილოთ კონფერენციის პროგრამა.