2024 წლის 8-10 ივლისს მადრიდში, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ICON•S-ის სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების ლიდერებთან.

ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ICON•S-ის 15 ახალი ეროვნული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო ICON•S საქართველო, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზაციის განვითარების, გამოცდილების გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის და საერთო კომუნიკაციის პოლიტიკის საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ICON•S საქართველოს თანათავმჯდომარემ მალხაზ ნაკაშიძემ, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრმა გიორგი ალავერდაშვილმა.