2023 წლის 28 თებერვალს, ქ. თბილისში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების – ICON•S საქართველოს საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, მოწვეული სტუმრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ICON•S-ის თანაპრეზიდენტმა, ტეხასის უნივერსიტეტის უილიამ სტემპს ფარიშ პროფესორმა სამართალსა და მმართველობაში რიჩარდ ალბერტმა და ICON•S-ის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოტრ დამის სამართლის სკოლის პროფესორმა ფელისია კაპონიგრიმ. იხილეთ ღონისძიების პროგრამა სრულად ლინკზე https://bit.ly/3SGyBmC
The Inauguration of ICON•S Georgia was held in Tbilisi, Georgia
February 28, 2023
On February 28, 2023, the inaugural event of the International Society of Public Law – ICON•S Georgia was held in the exhibition hall of the National Library of the Parliament of Georgia in Tbilisi. Founding members of the society, invited guests from higher educational institutions, governmental and non-governmental organizations participated in the event. Welcome speeches were delivered by Richard Albert, ICON•S Co-President, the William Stamps Farish Professor in Law, Professor in Government, the University of Texas at Austin, and Felicia Caponigri, Co-Director of ICON·S Chapter Development, Professor of Notre Dame Law School. Please see the program of the inauguration event at the link https://bit.ly/3SGyBmC