წესდება

საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება (ICON•S)

ICON•S საქართველოს წესდება

საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ორგანიზაციის (შემდგომში: ICON•S საქართველო) ჩამოყალიბებულია თანამედროვე საჯარო სამართლის, მათ შორის ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო სამართლის და მათთან დაკავშირებული ისეთი სფეროების, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერების, პოლიტიკური თეორიის, იურისპრუდენციის, პოლიტიკური ისტორიის საკითხთა განხილვის მიზნით მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინარული აკადემიური ფორუმის შესაქმნელად. იგი იქნება თაობათაშორისი სამუშაო სივრცე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღიარებული მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ორგანიზაცია შეეცდება შექმნას აკადემიური სივრცე მეცნიერთათვის, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიას და  იურიდიული განათლების სხვადასხვა სკოლას წარმოადგენენ. ორგანიზაცია ასევე იქნება დამაკავშირებელი ქართულ აკადემიასა და საერთაშორისო ფორუმს შორის, რომელსაც საზოგადოება გვთავაზობს. თავისი შემადგენლობით ICON•S საქართველო ხელს შეუწყობს შემდეგ პრინციპების განხორციელებას: რეგიონული და პოლიტიკური მრავალფეროვნება, გენდერული ბალანსი და უმაღლესი აკადემიური ხარისხი.

მუხლი 1. მისია

1. ICON•S საქართველოს მიზანია საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების მისიის განხორციელება საქართველოს ფარგლებში.

2. ICON•S საქართველო შექმნილია რათა:

ა) უზრუნველყოს ICON•S-ის, მათ შორის საჯარო სამართლის ინტერდისციპლინური სახის, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ კონსტიტუციონალიზმთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ღირებულებების პოპულარიზაცია.

ბ) ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას საქართველოში, სხვა ქვეყნებში საზოგადოების წარმომადგენლობებთან, ქართულ აკადემიურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას, რომლებიც იზიარებენ ICON•S-ის ღირებულებებს, თუმცა ინარჩუნებენ მისგან თავიანთ ინდივიდუალობას.

გ) ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებიდან.

3. ICON•S საქართველო:

ა) უნდა იყოს ორგანიზებული ისე, რომ ასახავდეს მის ვალდებულებებს გენდერული ბალანსის, თაობათაშორისი დიალოგის, რეგიონული და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიმართ.

ბ) რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას თავისი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ICONnect ბლოგის საშუალებით და წარუდგენს საქმიანობის წლიური ანგარიშს ICON•S-ის აღმასრულებელ კომიტეტს.

გ) ექვემდებარება თავისი საქმიანობის, მმართველობის და წევრობის პერიოდულ შემოწმებას ICON•S-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების მიერ.

დ) ხელს უწყობს  ICON•S-ში გაწევრიანებას და წლიური საწევრო გადასახადის გადახდას.

მუხლი 2. ორგანიზაციის მმართველობა

1. ორგანიზაციას მართავს სამი ინსტიტუტი: თანათავმჯდომარეები, აღმასრულებელი მდივნები და მრჩეველთა საბჭო.

2. თანათავმჯდომარეები, აღმასრულებელი მდივნები და საბჭოს წევრების ვინაობა, ეფუძნება გენდერული ბალანსს, მაღალ აკადემიურ ხარისხს და ასაკობრივ მრავალფეროვნებას.

3. ორგანიზაციას ჰყავს გენდერული თანასწორობის საფუძველზე არჩეული ორი თანათავმჯდომარე (50/50 მამაკაცი და ქალი). თანათავმჯდომარეები არ შეიძლება იყვნენ არჩეულნი ერთი და იგივე აკადემიურ დაწესებულებებიდან და საბჭო უნდა შედგებოდეს წევრებისგან, რომლებიც არჩეულნი იქნებიან სულ მცირე ხუთი სხვადასხვა ინსტიტუტიდან.

მუხლი 3. თანათავმჯდომარეები

1. მრჩეველთა საბჭო ნიშნავს თანათავმჯდომარეებს თავისი წევრებისგან. მრჩეველთა საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3. მრჩეველთა საბჭო ირჩევს თანათავმჯდომარეებს წევრთა სრული შმადგენლობის უმრავლესობით.

2. თანათავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადა არის სამი წელი და მათი ხელახლა არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. თუ ერთ-ერთი თანათავმჯდომარე გადადგება, საბჭო ნიშნავს შემცვლელს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

3. თანათავმჯდომარეები გადაწყვეტილებებს იღებენ ურთიერთშეთანხმებით. ისინი ქმნიან ადმინისტრაციულ თანამდებობებს და ნიშნავენ აღმასრულებელ მდივანს. საჭიროების შემთხვევაში, თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ დანიშნონ ერთი დამატებითი აღმასრულებელი მდივანი. ასევე, თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ შექმნან სამუშაო ჯგუფები ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებისთვის.

4. თანათავმჯდომარეები აცნობებენ საბჭოს სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ორგანიზაცია მხარს დაუჭერს სამუშაო შეხვედრებს, სიმპოზიუმებსა და კოლოკვიუმებს, როგორც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

5. ორგანიზაციამ ასევე შეიძლება მოაწყოს კონფერენციები, ვებინარები, ვორქშოპები, შხვედრები, ესეების კონკურსები ან მსგავსი აქტივობები, როგორც  თანათავმჯდომარეები ჩათვლიან საჭიროდ.

6. ყოველწლიურად, თანათავმჯდომარეები თავიანთი საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენენ ICONS-ის აღმასრულებელ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს და ორგანიზაციის წევრებს.

მუხლი 4. მრჩეველთა საბჭო

1. მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა არის სამი წელი და ისინი ორგანიზაციის წევრებისგან აირჩევიან. საბჭოს წევრი შეიძლება ხელახლა აირჩეს დამატებით ერთი უფლებამოსილების ვადით.

2. პირველი მრჩეველთა საბჭო აირჩევა დამფუძნებელ წევრთაგან: საჯარო სამართლის სფეროში მაღალი აკადემიური ხარისხის, კვლევის ინტერესების, გენდერული და ასაკობრივი თანასწორობის, ინსტიტუციური, რეგიონული წარმომადგენლობისა და საქართველოს ორგანიზაციის ძირითადი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის საფუძველზე.

3. არჩევნების წესებს თანათავმჯდომარეების წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3. მრჩეველთა საბჭო საარჩევნო წესს იღებს წევრთა სრული შმადგენლობის უმრავლესობით. წესები მოიცავს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს წევრთა მინიმუმ მესამედის განახლებას. საარჩევნო წესები ასევე უნდა ასახავდეს ორგანიზაციის ერთგულებას გენდერული ბალანსისადმი. არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონული ფოსტით, ონლაინ გამოკითხვით ან მსგავსი ელექტრონული საშუალებებით.

4. მრჩეველთა საბჭოს წევრობის არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს ორგანიზაციის წევრებს. მხოლოდ წევრებს, რომლებსაც აქვთ აქტიური ICONS-ის წევრობა, შეუძლიათ ხმის მიცემა და შეიძლება ისინი აირჩიონ საბჭოს წევრებად და თანათავმჯდომარეებად. ICON•S-ის აქტიური წევრობის სტატუსის დამადასტურებელი ინვოისის წარდგენა არის საკმარისი პირობა ამ უფლებების განსახორციელებლად.

5. საბჭო თანათავმჯდომარეებს კენჭს უყრის მისი ჩამოყალიბების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, წინა თანათავმჯდომარეები აგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას, სანამ ახალი თანათავმჯდომარეები არ დათანხმდებიან მათ არჩევას. თანათავმჯდომარე ავტომატურად ხდება მრჩეველთა საბჭოს წევრი სამი წლის ვადით.

6. საბჭო იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც თანათავმჯდომარეების მიერ დადგენილ დროს. საბჭო ამტკიცებს თანათავმჯდომარეთა წინადადებებს, საარჩევნო პროცედურებს და განსაზღვრავს თავის ზოგად პოლიტიკას. საბჭო ასევე განიხილავს ახალი წევრობის განაცხადებს. ზოგადად, საბჭო უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა, თუ ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შმადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ წესებში სხვა რამ არ არის მითითებული.

მუხლი 5. აღმასრულებელი მდივანი

1. ICON•S-ის საქართველოს ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, რომელიც დანიშნულია თანათავმჯდომარეთა მიერ სამი წლის ვადით ერთი შესაძლო ხელახალი არჩევის უფლებით. თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ დანიშნონ ერთი დამატებითი აღმასრულებელი მდივანი საჭიროებების შესაბამისად.

2. აღმასრულებელი მდივანი ეხმარება თანათავმჯდომარეებს ორგანიზაციის მიზნების შესრულებაში.

3. აღმასრულებელი მდივანი აწარმოებს ორგანიზაციის წევრთა რეესტრს.

მუხლი 6. მმართველი ორგანოების წევრების უფლება-მოვალეობები

მმართველი ორგანოს ყველა წევრს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:

ა) შეუერთდეს ICON•S-ს და გადაიხადოს ICON•S-ის წლიური საწევრო გადასახადი.

ბ) ICON•S-ის მისიისა და ღირებულებების პოპულარიზაცია.

მუხლი 7. ორგანიზაციის წევრობა

1. ორგანიზაციის წევრობა არ შემოიფარგლება მოქალაქეობით. ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ინტერესი საჯარო სამართალში, მათ შორის საჯარო სამართალთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში.

2. ორგანიზაცია ყალიბდება შემდეგი წევრებით: პირველი თანათავმჯდომარეები, გამგეობის წევრები და დამფუძნებელი წევრები, რომელთა სია წარედგინება ICON•S-ს.
3. საზოგადოების წევრები შეიძლება გახდნენ:
ა ) საჯარო სამართლის მკვლევარები და ლექტორები.
ბ) დოქტორი, დოქტორანტი, მაგისტრი, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ვისაც აქვს ინტერესი საჯარო სამართლის მიმართ.
გ) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ნებისმიერი ინსტიტუტიდან, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს საჯარო სამართლის და საქართველოს მიმართ.
4. კანდიდატმა ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის განაცხადი უნდა წარუდგინოს თანათავმჯდომარეებს. წევრობის მსურველები ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან შემდეგი ერთ-ერთი პროცედურით:

ა) ორგანიზაციის წევრად მიიღება კანდიდატი ორივე თანათავმჯდომარის და საბჭოს ხუთი წევრის თანმობით. თანხმობა გაიცემა ელექტრონული ფოსტით და იგი უნდა შეიცავდეს კანდიდატის განცხადებას. თანათავმჯდომარეებმა ამის შესახებ უნდა აცნობონ საბჭოს წევრებს.

ბ) კანდიდატის წევრობა მტკიცდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობით.

3. საქართველოს ორგანიზაციის წევრობა უფასოა. ყველა განმცხადებელმა უნდა გამოიჩინოს ინტერესი საჯარო სამართლის ან მინიმუმ ერთ-ერთი მომიჯნავე სფეროს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადები იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, ახალგაზრდა მეცნიერების გაწევრიანება მისასალმებელია (ცვლილება #1, 2022 წლის 18 ნოემბერი).

მუხლი 8. სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები

თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ შექმნან სამუშაო ჯგუფები ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზებისთვის, რომლებიც მათ მიაჩნიათ აუცილებლად ორგანიზაციის ადმინისტრაციული და აკადემიური ამოცანების მხარდასაჭერად.

მუხლი 9. ეროვნული კონფერენცია

1. ორგანიზაცია ყოველწლიურად აწყობს ეროვნულ კონფერენციას, რომელიც იწვევს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მეცნიერებს.

2. ამ მიზნით ორგანიზაციას შეუძლია იმუშაოს არსებულ ეროვნულ და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

3. ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდება ICONS ყოველწლიური შეხვედრისგან განსხვავებულ თვეში, სასურველია ამ ღონისძიებამდე.

მუხლი 10. ცვლილებები

1. წესდებაში ცვლილებების ინიციატივის უფლება აქვთ თანათავმჯდომარეებს ან საბჭოს სრული შმადგენლობის ერთ მესამედს.

2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს ცვლილებები წესდებაში, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3. წესდება შეიძლება შეიცვალოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ცვლილებები საჭიროებს ორივე თანათავმჯდომარის თანხმობას. ხმის მიცემა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფოსტით, ონლაინ გამოკითხვით ან მსგავსი ელექტრონული საშუალებებით.