მუხლი 7. ორგანიზაციის წევრობა
1. ორგანიზაციის წევრობა არ შემოიფარგლება მოქალაქეობით. ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ინტერესი საჯარო სამართალში, მათ შორის საჯარო სამართალთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში.
2. ორგანიზაცია ყალიბდება შემდეგი წევრებით: პირველი თანათავმჯდომარეები, გამგეობის წევრები და დამფუძნებელი წევრები, რომელთა სია წარედგინება ICON•S-ს.
3. საზოგადოების წევრები შეიძლება გახდნენ:
ა ) საჯარო სამართლის მკვლევარები და ლექტორები.
ბ) დოქტორი, დოქტორანტი, მაგისტრი, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ვისაც აქვს ინტერესი საჯარო სამართლის მიმართ.
გ) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ნებისმიერი ინსტიტუტიდან, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს საჯარო სამართლის და საქართველოს მიმართ.
4. კანდიდატმა ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის განაცხადი უნდა წარუდგინოს თანათავმჯდომარეებს. წევრობის მსურველები ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან შემდეგი ერთ-ერთი პროცედურით:
ა) ორგანიზაციის წევრად მიიღება კანდიდატი ორივე თანათავმჯდომარის და საბჭოს ხუთი წევრის თანმობით. თანხმობა გაიცემა ელექტრონული ფოსტით და იგი უნდა შეიცავდეს კანდიდატის განცხადებას. თანათავმჯდომარეებმა ამის შესახებ უნდა აცნობონ საბჭოს წევრებს.
ბ) კანდიდატის წევრობა მტკიცდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობით.
3. საქართველოს ორგანიზაციის წევრობა უფასოა. ყველა განმცხადებელმა უნდა გამოიჩინოს ინტერესი საჯარო სამართლის ან მინიმუმ ერთ-ერთი მომიჯნავე სფეროს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადები იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, ახალგაზრდა მეცნიერების გაწევრიანება მისასალმებელია.
ICON-S საქართველოს წევრობის განაცხადის ფორმა
ICON•S საქართველო შეიქმნა თანამედროვე საჯარო სამართლის, მათ შორის ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო სამართლის და სხვა მომიჯნავე დარგების აქტუალური საკითხთა განხილვის მიზნით, მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური აკადემიური ფორუმის შესაქმნელად.
თუ თქვენ იზიარებთ ICON•S საქართველოს ძირითად მიზნებს, გაქვთ ინტერესი საჯარო სამართალში, მუშაობთ ამ სფეროში თუ სხვა მომიჯნავე დისციპლინებში და მზად ხართ გარკვეული დრო დაუთმოთ საზოგადოების საქმიანობას, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა.