ICON•S Georgia არის საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობა საქართველოში. იგი შეიქმნა 2022 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით, ხოლო 2022 წლის 14 ივნისს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციის შექმნის შესახებ და დამტკიცდა ორგანიზაციის წესდება. ICON•S Georgia აერთიანებს საჯარო სამართლით და პოლიტიკით დაინტერესებულ პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს, სხვა დაინტერესებულ პირებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო სამართლის განვითარებას საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და საერთაშორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.