თანათავმჯდომარეები
მალხაზ ნაკაშიძე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საკონსტიტუციო სამართალში. მას გააჩნია სამეცნიერო და საჯარო სფეროში საქართველოში, ასევე უცხოეთში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. 2020 წლიდან არის ევროკომიიის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ფულბრაიტის მიწვეული მკვლევარი აშშ-ში, ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში (2016-2017), მიწვეული მკვლევარი რომის საპიენცას უნივერსიტეტში (2018), ლატვიის უნივერსიტეტში (2018) და მევლანას მიწვეული პროფესორი ათათურქის უნივერსიტეტში, პოსტ-სადოქტორო კვლევა განახორციელა დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში (2012). იყო აჭარის არ მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის (2004–2005), აჭარის არ იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი (2005–2007), აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (2009–2010), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (2011-2012), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი (2007-2008) და აკადემიური საბჭოს წევრი (2014-2018). არის სახელმძღვანელოს, ქართულ და ინგლისურ ენაზე საჯარო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. სრულად
მაია კოპალეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ადმინისტრაციულ სამართალში. მაიას გააჩნია სამეცნიერო და საჯარო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ი (1997), გერმანიაში, შპაიერის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში (2001-2003, 2010-2011). მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში იურისტად (1988-1992), იყო სააქციო საზოგადოება „გულანის“ იურისტი (1992-1996), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე (1996-2000), AMEXI-INTERNATIONAL-ის იურისტი საქარველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროექტის: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტება საჯარო დაწესებულებებისათვის” ფარგლებში (2000-2001) და IRIS Georgia-ს მთავრობისა და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობის პროგრამის იურისტ-კოორდინატორი (2001-2005წწ.). მაია კოპალეიშვილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე (2005-2007), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე (2006-2007), საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2007-2009), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე (2009), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2009-2019). არის სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევის ავტორი, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალში სახელმძღვანელოების თანაავტორი.
მრჩეველთა საბჭო
ანა ფირცხალაშვილი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით (2020 – დღემდე). მას გააჩნია სამეცნიერო და საჯარო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი (2012-2020), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი (2014 – 2020 წწ.), სახელმწიფო მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (2014-2020), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2016-2017 წწ.), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ, CSB, USAID, UNICEF) ექსპერტი/კონსულტანტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კვლევისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (2010 – 2011 წწ.). არის „კონსტიტუციური სამართლის ჟურნალი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2018 – დღემდე); გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საჯარო სამართლისა და მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.
ნანა ჭიღლაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი. მას აქვს 30 წლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. 1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მოწვეულ სპეციალისტად. 2003-2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2011-2014), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე (2009-2011), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფის ხელმძღვანელი (2009-2010), არის 3 სახელმძღვანელოს თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სტატია და მონოგრაფია. არის სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. როგორც ტრენერი მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში.
გიორგი ალავერდაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელოსბი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. გიორგი 2016 წელს, შემოდგომის სემესტრში იყო ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ტურკუს უნივერსიტეტში, ფინეთში, ხოლო 2019 წელს გაზაფხულის სემესტრში ლა კორუნას უნივერსიტეტში, ესპანეთში. 2017 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2019 წელს კი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში. 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მკვლევარი, ხოლო 2020 წლის აპრილიდან მუშაობს ანალიტიკოსად. გიორგი არის საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საზღვარგარეთ გამოცემულ წიგნის ერთ-ერთი თავის, სხვადასხვა იურიდიული კვლევითი ნაშრომის და ბლოგების ავტორი. მისი ინტერესების სფეროა შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საკონსტიტუციო ცვლილებები, საკონსტიტუციო კონტროლი და საპარლამენტო ზედამხედველობა.
ეკა კაველიძე არის კავკასიის სამართლის სკოლისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეკა კაველიძეს აქვს 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ თემატურ კონფერენციაში, როგორც მომხსენებელს და მსმენელს. 2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2021 წლიდან აკრედიტაციის ექსპერტი. 2014 წელს გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. აღნიშნული გამარჯვების გამო დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით. მისი ინტერესის სფეროა კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და ადმინისტრაციული სამართალი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები კონსტიტუციური სამართლის და ადამიანის უფლებების სფეროში.
გიორგი მშვენიერაძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. გიორგი მშვენიერაძემ 2005 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით. ამჟამად არის საჯარო სამართლის დოქტორანტი. გიორგი მშვენიერაძე არის იურიდიული ექსპერტი, საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილებით. 2005-2012 წლებში გიორგი მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და წარმომადგენელი. 2012 წელს გიორგი მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად. 2007 წლიდან ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას და მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (მაგ. კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ლევან ჯაყელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი. თავისი კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორში. ლევან ჯაყელს აქვს 25 წლიანი აკადემიური, პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება. 2006 წლიდან არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული პროფესორი/მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი ინტერესების სფეროა საერთაშორისო სამართლის, ფილოსოფიის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის თეორიის სწავლება და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამართლის, განათლების სამართლისა და სამართლის თეორიის აქტუალურ საკითხებზე.
სოფიო დემეტრაშვილი არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2021 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტურაში. 2011-2012 წლებში მუშაობდა კერძო კომპანია შპს „ნოვა ტექნოლოჯიში“. 2012 წლიდან მუშაობს საჯარო სექტორში, ხოლო 2016 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე უკავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხარისხის უზურნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესების სფეროა შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელოები, ერთი მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიები საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მამუკა შენგელია არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორი. მამუკას აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა სამეცნიერო პროექტებში, მათ შორის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გაიარა კურსი „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის“ სწავლება, მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, საგანმანათლებლო ვიზიტებში საერთაშორისო ორგანიზაციებში, ტრენინგ-კურსებში და სემინარები. 1993 წლიდან იკავებდა სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წლიდან არის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესის კოორდინატორი სამართლის მიმართულებით და ფაკულტეტის საბჭოს წევრი. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესების სფეროა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
გიორგი მირიანაშვილი არის სამართლის სკოლის პროფესორი და პრორექტორ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სადაც ის მუშაობს 2015 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე. 2017-2018 წლებში გიორგი მირიანაშვილი იყო ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებისთის“ მთავარი იურისტი, 2014-2017 წლებში ეკავა სხვადასხვა, მათ შორის მთავარი იურისტის თანამდებობა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში და იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 2016-2020 წლებში გიორგი იყო Volkswagen Foundation-ისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი, 2014-2018 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულების სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების წევრი. გიორგი მირიანაშვილი 2018 წლიდან არის მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) წევრი, 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და სტატიები ავტორი.
თამარ გურჩიანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართალში და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი. 2004-2010 წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად; 2007-2009 წწ. იყო ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; 2010-2011წწ. მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში (აშშ); ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში (აშშ); 2011-2015 წწ. სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა კონსულტანტად ადამიანის უფლებების არჩევნების მონიტორინგის და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების საკიტხებზე. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის” (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი. მისი სამეცნიერი ინტერესის სფეროებია ადამიანის უფლებათა სამართალი, ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი, შესავალი სამართალმცოდნეობაში.
მალხაზ ბეგიაშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი კონსტიტუციურ სამართალში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-2001 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში. 2002 წელს დაიცვა დისერტაცია კონსტიტუციურ სამართალში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1999-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჯერ მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად. 2003-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში წამყვან სპეციალისტად. 2008 წელს დაასრულა ადამიანის უფლებათა სამართლის კურსი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში. 2009 წელს მალხაზ ბეგიაშვილი ევროპის საბჭოში ვენეციის კომისიაში სტაჟიორად მუშაობდა. 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მისი კვლევის სფეროა კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის ძირითადი უფლებები. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
თინათინ ერქვანია არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო სამართლის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს მან დაიცვა დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში). 2016-2017 იყო არარეზიდენტი მკვლევარი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (Sciences Po). 2017 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: ევროკავშირის სამართალი, შედარებითი კონსტიტუციონალიზმი, ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სამართალი, სამართლის თეორია და ფილოსოფია, საჯარო კომერციული სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ინტერნეტი და კონსტიტუციონალიზმი. ამჟამად როგორც მოწვეული მკვლევარი მუშაობს მონოგრაფიაზე ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების სამართლებრივ საკითხებზე.
სოფიო შენგელია არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი (2021-დღემდე). სოფიო შენგელია არის ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ კოორდინატორი კავკასიის უნივერსიტეტში. მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროფესიული განვითარებისა და კარიერის მენეჯმენტის კონსულტანტად (2020-2021), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (2019-2020). კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლაში (CSL) იყო სამართლის სკოლის დეკანი (2018-2020), სამაგისტრო და ასპირანტურის დეპარტამენტის დირექტორი (2011-2013) და პროგრამის აკადემიური მენეჯერი (2008-2011). სოფიო შენგელიას ასევე აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის სტატუსით მუშაობის გამოცდილება. მისი სწავლების და კვლევის ინტერესის სფეროებია სამართლის ისტორია, ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ადამიანის უფლებები. ამჟამად არის დოქტორანტი სამართლის ისტორიის მიმართულებით.
აღმასრულებელი მდივანი
ნიკოლოზ მეგრელიშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2006-2010 წლებში ნიკოლოზ მეგრელიშვილი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 2011 წლიდან არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 2015 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ნიკოლოზ მეგრელიშვილი 2011 წლიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, ხოლო 2019 წლიდან სპორტის დეპარტამენტის იურისტი. 2019 წელს იყო რადიო ბათუმის FM 93.7 სოციალურ-პოლიტიკური გადაცემის „დემოკრატიის დრო“ წამყვანი, ხოლო 2020 წლიდან აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი. 2020 წლიდან დღემდე არის სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიები საჯარო სამართლის აქტუალურ ასპექტებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
სხვა დამფუძნებელი წევრები
ავთანდილ დემეტრაშვილი არის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე (1996-2001 წწ). ავთანდილ დემეტრაშვილს გააჩნია სამეცნიერო და საჯარო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. 1986-1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 1990-1995 წლებში თანამედროვე სამართლებრივი სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 1993-1995 წლებში იყო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, ასევე სახელმწიფო მეთაურის აპარატის კონსტიტუციური აქტების შემმუშავებელი განყოფილების უფროსი და მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2001-2004 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2009-2010 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. 2012 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის პროფესორი. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სახელმძღვანელო, 7 მონოგრაფია და სტატია ქართული და უცხოური საჯარო სამართლის მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებზე.
ბესიკ ლოლაძე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი (კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები). მას აქვს დოქტორის ხარისხი პოტსდამის უნივერსიტეტიდან, გერმანია (summa cum laude). მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის მინისტრის მოადგილედ. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. მას ასევე ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ბესიკ ლოლაზე არის DAAD-ისა და მაქს პლანკის საზოგადოების მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საკონსტიტუციო სამართლის და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში და საზღვარგარეთ.
დიმიტრი გეგენავა არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი და პროფესორი (თბილისი, საქართველო), დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. დიმიტრი გეგენავა არის საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების, სამართლისა და რელიგიის შემსწავლელი საერთაშორისო კონსორციუმის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2011 წლიდან არის კონსტიტუციური სამართლისა და სამართლებრივი მეთოდების ლექტორი. კვლევის ძირითადი სფეროები: კონსტიტუციური მიმოხილვა, რელიგია და სამართალი, იურიდიული თეორია და ფილოსოფია. არის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოცემული 40 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების, სტატიების, თარგმანების, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი.
დავით გაბაიძე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი და წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2020 წლიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მე-5 მოწვევის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მე-4 მოწვევის თავმჯდომარე, 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2015 წლიდან არის ევროპის რეგიონების ასამბლეის რეგიონული ექსპერტი. 2002-2004 წლებში იყო ხულოს საკრებულოს წევრი, 2011-2012 წლებში შპს „ბათუმის მუდმივი არბიტრაჟის“ არბიტრი. 2013-2014 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2014-2016 წლებში იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ქ. აჭარის ა/რ მთავრობაში. 2002 წლიდან ასწავლის ადმინისტრაციულ სამართალს და კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
გიორგი კვერენჩხილაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. გიორგი კვერენჩხილაძეს გააჩნია სამეცნიერო და საჯარო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ისყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი (2000-2003), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე (2004-2006), კვლევისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი (2006-2007), ჟურნალის „კონსტიტუციური სამართლის მიმოხილვის“ მრჩეველი (2009-2012), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010). გიორგი კვერენჩხილაძე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2009-2014), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (2011-2014 წწ), საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი (2014-2016). საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი (2014-2016). არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საკონსტიტუციო სამართლისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე.
გივი ლუაშვილი არის მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. 2021 წლის 19 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (Magna Cum Laude) თემაზე: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი ეფექტი“. გივი ლუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორში, აქვს კერძო საადვოკატო პრაქტიკა, არის რამდენიმე კერძო კომპანიის იურიდიული მრჩეველი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბუნების დაცვის საზოგადოება – საბუკოს“ იურიდიული მრჩეველი. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესის სფეროებია შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კონსტიტუციური სამართალწარმოება და სახელმწიფო მოწყობა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
გიორგი მელაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევის ცენტრის დირექტორი. იყო ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი. გიორგი მელაძე ასწავლიდა მედია სამართალს, ეკლესიისა და სახელმწიფოს სამართალს, ადამიანის უფლებათა სამართალს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს სამეცნიერო გრანტები ოსლოს უნივერსიტეტის, ეროვნული სამეცნიერო ფონდის (აშშ), საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან. ის საქართველოში ინტენსიურად კითხულობს ლექციებს სამართლისა და პოლიტიკის, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების თემებზე და უწევს საბაზო ტრენინგს ადამიანის უფლებათა აქტივისტებსა და საერთაშორისო აქტივისტებს.
გიორგი გორაძე არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფედერალიზმის პერსპექტივები ქართულ რეალობაში“. პროფესორი გორაძე 2019 წლიდან არის საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების, ხოლო 2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას სხვადასხვა დროს ეკავა წამყვანი თანამდებობები საჯარო სამსახურში. 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს კონსტიტუციურ სამართალსა და სამართლის მეთოდებში, აგრეთვე შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კონსტიტუციური სამართალი, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, ტერიტორიული კონფლიქტები, ხელისუფლების დანაწილება და დემოკრატია. გიორგი გორაძეს გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია, რამდენიმე სახელმძღვანელო და სტატიები საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
ლაშა მარგიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. ლაშა მარგიშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. კერძოდ, 2011 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე და ამჟამად უკავია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა. ასევე, ლაშა 2012 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის სტატუსით. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებში მიწვეული იყო დიდ ბრიტანეთში ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. ლაშა მარგიშვილი დაჯილდოვებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიპლომით და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) სერთიფიკატით. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
მაგდა ჯაფარიძე არის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2022 წელს მოიპოვა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი და ამჟამად ახორციელებს კვლევას “ბავშვის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა და განხორციელება საქართველოში“. მისი კვლევის სფეროა კონსტიტუციური სამართალი და ბავშვის უფლებები.
ვასილ გონაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროში, იყო 2009-2010, 2013-2015 და 2016-2017 წლებში შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ასევე 12 საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის კომისიის წევრი. არის მონოგრაფიის, 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 4 სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2004-2008 წლებში მისი თანაავტორობით, ხელმძღვანელობით და რედაქტორობით გამოიცა ხუთტომეული „საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები“, რომელიც მოიცავს 60 ქვეყნის კონსტიტუციის ანალიზს. ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP, GIZ, OSCE, NDI, EBDR) მიერ განხორციელებულ პროექტებში. 2013 წელს დააარსა საადვოკატო ბიურო – გარანტია (LOG), ხოლო 2018 წელს – ინოვაციურ-პრაქტიკული განათლების ცენტრი (IPEC).
თენგიზ თევზაძე არის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში. 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული კვლევით და სასწავლო საქმიანობაში. იყო მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (2014-2019), საქართველოს პოლიციის აკადემიაშ (2016-2018), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (2017-2018). 2017 წელს თენგიზ თევზაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის კომისიის წევრი. თენგიზ თევზაძე არის ტრენერი საარჩევნო სამართალში, მუნიციპალურ სამართალში და სახელმწიფო შესყიდვებში. 2012 წლიდან თენგის თევზაძე მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ხოლო 2014-2018 წლებში თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიაში. ამჟამად არის სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 15-მდე კვლევა, სამეცნიერო ნაშრომი და წიგნი, მათ შორის თანაავტორობით.