მისია

საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON•S საქართველო ჩამოყალიბებულია თანამედროვე საჯარო სამართლის, მათ შორის ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო სამართლის და მათთან დაკავშირებული ისეთი სფეროების, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერების, პოლიტიკური თეორიის, იურისპრუდენციის, პოლიტიკური ისტორიის საკითხთა განხილვის მიზნით მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინარული აკადემიური ფორუმის შესაქმნელად.

ICON•S საქართველო იქნება თაობათაშორისი სამუშაო სივრცე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღიარებული მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.

ორგანიზაცია შეეცდება შექმნას აკადემიური სივრცე მეცნიერთათვის, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიას და  იურიდიული განათლების სხვადასხვა სკოლას წარმოადგენენ. ორგანიზაცია ასევე იქნება დამაკავშირებელი ქართულ აკადემიასა და საერთაშორისო ფორუმს შორის, რომელსაც საზოგადოება გვთავაზობს.

თავისი შემადგენლობით ICON•S საქართველო ხელს შეუწყობს შემდეგ პრინციპების განხორციელებას: რეგიონული და პოლიტიკური მრავალფეროვნება, გენდერული ბალანსი და უმაღლესი აკადემიური ხარისხი.

ICON•S საქართველო შექმნილია რათა:

ა) უზრუნველყოს ICON•S-ის, მათ შორის საჯარო სამართლის ინტერდისციპლინური სახის, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ კონსტიტუციონალიზმთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ღირებულებების პოპულარიზაცია.

ბ) ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას საქართველოში, სხვა ქვეყნებში საზოგადოების წარმომადგენლობებთან, ქართულ აკადემიურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას, რომლებიც იზიარებენ ICON•S-ის ღირებულებებს, თუმცა ინარჩუნებენ მისგან თავიანთ ინდივიდუალობას.

გ) ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებიდან.

ICON•S საქართველო:

ა) უნდა იყოს ორგანიზებული ისე, რომ ასახავდეს მის ვალდებულებებს გენდერული ბალანსის, თაობათაშორისი დიალოგის, რეგიონული და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიმართ.

ბ) რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას თავისი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ICONnect ბლოგის საშუალებით და წარუდგენს საქმიანობის წლიური ანგარიშს ICON•S-ის აღმასრულებელ კომიტეტს.

გ) ექვემდებარება თავისი საქმიანობის, მმართველობის და წევრობის პერიოდულ შემოწმებას ICON•S-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების მიერ.

დ) ხელს უწყობს  ICON•S-ში გაწევრიანებას და წლიური საწევრო გადასახადის გადახდას.