ისტორია

ICON•S საქართველო არის საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობა საქართველოში. მისი შექმნის იდეა 2021 წელს, საჯარო სამართლის ქართველ სპეციალისტებსა და ICON•S-ს შორის თანამშრომლობისას გაჩნდა. ამავე წლის ზაფხულში დაიწყო ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით. 2022 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, ხოლო 2022 წლის 14 ივნისს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ICON•S საქართველოს წესდების დამტკიცების შესახებ. 2023 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა ICON•S საქართველოს ინაუგურაცია და საზოგადოება ოფიციალურად ამოქმედდა.